“ქართული ოცნების” წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ “ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი” დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ევრაზიულ კავშირთან“ საქართველოს არანაირი კავშირი არ აქვს და არც ერთი ქართველი ბიზნესმენი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას.
როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ფორუმზე დასაწრებად არ მისულა და აღნიშნულ სასტუმროსთან სრულიად შემთხვევით მოხვდა.
არ ვაპირებ ფორუმზე შესვლას. აქ არის ჩემი ბიძაშვილი, რომელიც თავის მეგობარს უნდა შეხვდეს. დაემთხვა ჩემი მოსვლა ამ ფორუმს. ორ შვილს გეფიცები, საერთოდ არ ვიცი, რა ფორუმია. „ევრაზიულ კავშირთან“ საქართველოს არანარი კავშირი არ აქვს და ვფიქრობ, რომ არც ერთი ქართველი ბიზნესმენი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას. საერთოდ, ასეთ ღონისძიებებს კარი არ უნდა გავუღოთ” – განაცხადა კაჭვანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმს“, რამდენიმე ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელები ესწრებიან. მათ შორის ბიზნესმენები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და ბელორუსიდან.
ბიზნესფორუმი ამ წუთებში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.