აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

გიორხელიძე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები კომენტარს არ ექვემდებარება

საერთოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები კომენტარს არ ექვემდებარება. კობა გვენეტაძე აბსოლუტურად, აცილებულია კოორდინატთა იმ სისტემას, რაც ქვეყანაში ხდება. ამიტომ, მისი განცხადებები გაუგებარია, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას ეკონომისტი დემურ გიორხელიძე ინფლაციასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას.

გიორხელიძის თქმით, ამ გადმოსახედიდან და ეროვნული ბანკის პოლიტიკიდან გამომდინარე, ლარს არაფერი ეშველება.

“რაც შეეხება ლარის კურს – არაფერი ეშველება. ეს არის პოლიტიკა და მგონი, ცუდის მეტი არ გამოვა. ეს არის მიზანმიმართული სიტუაცია. რა თქმა უნდა, არსებობს ობიექტური პრობლემებიც, სუსტი ეკონომიკა, იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყანა შემთხვევით ფაქტორებზეა დამოკიდებული”, – აცხადებს გიორხელიძე.

შეგახსენებთ, რომ ლარი დღითი დღე უფასურდება.  ბოლო მონაცემებით 1 დოლარის შეძენა 2.7026 ლარად იქნება შეძენა.

 

იტვირთბა....