სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის განცხადებით, კობაურის მიმართ არსებული განჩინება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, უცვლელი უნდა დარჩეს.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულება ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საკითხს.
სასამართლო სხდომა ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დახურულ რეჟიმში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის მწყემსს მალხაზ კობაურს ბრალი ედება ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის განზრახ მკვლელობაზე.