ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პუტინი: “უზარმაზარი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არაფერი გვჭირდება”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“  შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთს სხვისი არაფერი სჭირდება.

„უზარმაზარი ტერიტორია გვაქვს, სხვისი არაფერი გვჭირდება, ვაფასებთ ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ასე იყო ყოველთვის ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში, ეს ჩვენი ხალხის სისხლშია. საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ, თავს მშვიდად ვგრძნობთ“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის კონცეფცია ბირთვული იარაღის პრევენციული დარტყმისთვის გამოყენებას არ ითვალისწინებს.

„ჩვენი კონცეფცია მხოლოდ საპასუხო დარტყმაა. ეს ნიშნავს, რომ მზად ვართ, გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი მხოლოდ მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ პოტენციური აგრესორი ჩვენს ტერიტორიაზე დარტყმას ახორციელებს.

რა თქმა უნდა, ეს მსოფლიო კატატსროფაა, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ ვერ ვიქნებით ამ კატასტროფის ინიციატორები, რადგან ჩვენ არ გვაქვს პრევენციული დარტყმის კონცეფცია.

აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ შურისძიება გარდაუვალია, რომ ის განადგურებული იქნება, ჩვენ კი, აგრესიის მსხვერპლი, როგორც წამებულები სამოთხეში მოვხვდებით, ისინი კი უბრალოდ მოკვდებიან“ –  განაცხადა პუტინმა.

იტვირთბა....