მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრი ანა ჭარხალაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.
მოძრაობის წევრები ამ ფორუმის ფარგლებში თბილისში რუსეთის ბიზნესწრეების წარმომადგენელთა ვიზიტს აპროტესტებენ.
“ვთხოვთ და მოვთხოვთ, ამ ადამიანებს,რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ნაწილი. ევრაზიული კავშირი არის შენიღბული საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის მატარებელი.
ნაცვლად იმისა, რომ ქართველები ვეძებდეთ ინვესტორებს დასავლეთში ვიყურებით ისევ ევრაზიულ კავშირში, სადაც ის ქვეყნები, რომლებიც არიან ვიტყვი, რომ ყურით არიან შეთრეული რუსეთის მიერ,“-ამბობს მოძრაობის წევრი ანა ჭარხალაშვილი.