About us ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ერთ-ერთ ბიჭს ჩამოვხსენი ნიღაბი, მოვაცალე და ეგ არ უნდოდათ, რომ დამენახა”: მაია ოთინაშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს

„ერთ-ერთ ბიჭს ჩამოვხსენი ნიღაბი, მოვაცალე და ეგ არ უნდოდათ რომ დამენახა, მერე ჩამარტყეს კონდახი, ხელბორკილები, რომ გამიკეთეს, უკვე ვერაფერი გავაკეთე. კი, მაინც არ მივდევდი, არ მივყვებოდი, მაგრამ ჩხუბით წამათრიეს,“ – რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი მისი დაკავების წუთებსა და 11-დღიან პატიმრობას იხსენებს.

როგორც ის ყვება, საკუთარ ბაღში დაესხნენ თავს,  ხელბორკილები დაადეს, თვალები აუხვიეს და ძალის გამოყენებით წინაგარას რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს. წინაგარადან კი თვალებახვეული ხელბორკილებით ცხინვალში გადაიყვანეს, წინასწარი დაკავების საკანში ჩაკეტეს და სამ დღეს არავინ მისულა.

„იქ მეკითხებოდნენ, რატომ გადმოვკვეთე საზღვარიო. მე ვუთხარი, მე არ გადმომიკვეთავს საზღვარი, პირიქით, ჩემს მხარეს იყვნენ გადმოსულები და თურმე აქედან ბრალი წამიყენეს, რომ გადავიდა მავთულების იქით და აქეთ დავიჭირეთ და მაგაზე ხელი მქონდა მოწერილი, იმიტომ, რომ რუსებმა მომაწერინეს ძალით ხელი. მე მეტი საშუალება რომ არ მქონდა, ვიდექი და ვაწერდი ხელს ყველაფერზე, მეშინოდა,“ – აცხადებს მაია ოთინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ქალი,  11 დღიანი პატიმრობის შემდეგ საკუთარ სახლში იმყოფება.

იტვირთბა....