ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობაა”

ლარის კურსთან დაკავშირებით კატასტროფულ პროგნოზებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არ ელოდება. ამის შესახებ მან პირველ არხთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობაა.

ლართან მიმართებაში ყოველთვიურად, ფუნდამენტალურად რაიმე ახალს ვერ ვიტყვით. საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს – ძირითადი და არა ძირითადი ფაქტორები, ასევე ეროვნული ბანკის როლი და მოლოდინები. ამ შემთხვევაში, ძირითად ფაქტორებში გადმორიცხვების რაოდენობას მყისიერად ვერ გავზრდით. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტში სამპროცენტიანი ზრდა გვაქვს, სამწუხაროდ, მთავარი სავაჭრო ბალანსია, რომელსაც რადიკალურად ვერ ვცვლით და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ცხადია, ოპოზიცია იტყვის, რომ მოვა, გადასახადებს ერთ თვეში გაანახევრებს და სამოთხეს დაამყარებს, მაგრამ ვისაც სჯერა, შეუძლია, მათი გზით წავიდეს“ – აღნიშნავს კაკულია.

დეპუტატი მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის ლარზე რყევებს მომავალშიც ელოდება.

მეზობლების მდგომარეობა არსებობს, როგორც ფაქტორი და ველოდები, რომ მომავალში აქედან გამომდინარე გარკვეული რყევები მომავალშიც იქნება, რადგან თუ თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო, 100 დოლარით მეტ საქონელს იყიდიან და იმპორტის რაოდენობა გაიზრდება, ეს ბალანს ურტყამს და არა ჩვენს სასარგებლოდ. ასეთი ტენდენციები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. წარმოების მყისიერი ზრდა მოკლე ხანში ვერ ხდება. არაფერი ხდება ისეთი, რაც შეიძლება ერთ თვეში შეიცვალოს. კატასტროფულ პროგნოზებს არ ველოდები, მაგრამ ამ ყველაფრიდან გამომდინარე გარკვეული რყევები იქნება, როგორიცაა ჩვენი ეკონომიკა“ – განაცხადა კაკულიამ.

იტვირთბა....