ქუთაისის 37-ე სკოლიდან ბავშვები ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით 6 მოზარდის, ინტოქსიკაცია გაზის გაჟონვამ ან სასმელმა წყალმა გამოიწვია.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “მეტრონომი” ქუთაისის 37-ე სკოლის დირექციას დაუკავშირდა.
როგორც სკოლაში განაცხადეს, წყლითა და გაზით მოწამვლა არ დასტურდება.
“გავრცელებულ ინფორმაცის არ ვადასტურებთ. სკოლაში გამოვიძახეთ სპეციალური სამსახურებები. მოვიდნენ როგორც გაზებიდან ასევე წყლიდანაც, წყლის ანალიზი გავაკეთეთ წინა კვირაში და დასკვნა გვაქვს რის მიხედვითაც წყალი მოწამვლის ფაქტთან არაფერ შუაშია. გაზებმაც დაგვიტოვეს სპეციალური დასკვნა, რომ სკოლაში არ მომხდარა არანაირი გაზის გაჟონვა. შენობაში გაზი საერთოდ არ არის შემოყვანილი და მხოლოდ გათბობის მილებია და ცენტრალურ შემოსასვლელში სადაც გაზია სპეციალურად არის დალუქული. საქვაბე შემოწმდა და არ არის დაფიქსირებული გაზის გაჟონვა.
ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებოთ ველოდებით სამედიცონო დასკვნას. ამ ეტაპზე ბავშვები კარგად გრძნიბენ თავს” – განაცხადეს “მეტრონომთან” საუბრისას სკოლის ქუთაისის 37-ე სკოლის ადმინისტრაციამ.