ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ქვეყანას პირწავარდნილი ბანდიტები მართავენ – გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება.

ვაშაძის შეფასებით,  უკვე თვენახევარია, ხელისუფლების ფასადის რღვევას ვუყურებთ.

„თქვენ არ იცით? სააკაშვილს ჰქონდა აგენტურული ზედმეტი სახელი „რავალიაკი“ და მან 1614 წელს მოკლა საფრანგეთის მეფე ანრი მეოთხე. იქიდან მოყოლებული ფსევდონიმებით სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებდა პოლიტიკური ფიგურების ლიკვიდაციას. ფარცხალაძე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ სიმართლეს ამ პიროვნებაზე ვერასდროს გავიგებდით. სერიოზულად რომ გიპასუხოთ, იმდენს იზამენ, საქართველოს გაერთიანებულ სამეფოსა და „სკოტლანდ იარდთან“ წააჩხუბებენ, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება, დამიჯერეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და დასძინა, რომ „ქვეყანას მართავენ პირწავარდნილი ბანდიტები“.

„დარწმუნებული იყავით, რომ ეს იზოლირებული შემთხვევები არ არის. უკვე თვენახევარია, რაც დაწყებულია „ომეგასა“ და „იბერიას“ საქმე და ვუყურებთ ამ ხელისუფლების ფასადის რღვევას, რაც აჩვენებს ნამდვილ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვართ კოშმარში, როდესაც სახელმწიფო, კონსტიტუცია, კანონმდებლობა აღარ გვაქვს და ქვეყანას მართავენ პირწავარდნილი ბანდიტები თავისი არაკანონიერი შეიარაღებული ჯგუფების მეშვეობით“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნა.

პროკურატურის ცნობით, გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

იტვირთბა....