“ბასიანსა” და “გალერიში” სპეცოპერაციების დროს დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ისინი ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.
ამ განცხადებას სიცრუე უწოდა საქართველოს მთავარმა პროკურატურმ და ადვოკატი საზოგადოების სიცრუეში შეყვანაში ამხილა.
„ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ ციტრამონს და პარაცეტამოლს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს. ამასთან, რამდენიმე ბრალდებულთაგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა ასევე ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ” – ნათქვამია პროკურაურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რონ კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა. ამის შესახებ ადვოკატებმა ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნეს.