ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატის ინფორმაციით, “ბასიანში” დაკავებული პირი ციტრამონს ყიდდა

“ბასიანსა” და “გალერიში” სპეცოპერაციების დროს დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ისინი ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.

როგორც ჟამუტაშვილის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ და მურუსიძის ადვოკატმა გია გოროზიამ ambebi.ge-ს განუცხადა, ციტრამონი და პარაცეტამოლი მტკიცებულების სახით არის ამოღებული.

“მა­ის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი 8 პი­რის საქ­მე­ე­ბი გა­ი­ყო და და­წყე­ბუ­ლია არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა. თუ რა­ტომ გა­ი­ყო საქ­მე­ე­ბი, ამა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც არ გა­უ­კე­თე­ბია გან­მარ­ტე­ბა, მაგ­რამ ჩემი რო­გორც იუ­რის­ტის პო­ზი­ცი­ი­დან გე­ტყვით, რომ არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი კავ­შირ­ში არ იყო ერ­თმა­ნეთ­თან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვა საქ­მე­ე­ბია და ასე ჯო­ბია პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვი­საც და სა­სა­მარ­თლოს­თვის. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს ცალ­კე მო­სა­მარ­თლე ჰყავს.

სამ ბრალ­დე­ბულ­ზე და­დას­ტურ­და და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხი­თაც იქნა ამო­ღე­ბუ­ლი ციტ­რა­მო­ნი, ისი­ნი არ ყიდ­ნენ ნარ­კო­ტიკს.

 

“ე.წ. მოწმე, რომელიც ჩემი ვარაუდით და სხვადასხვა წყაროების ცნობით, აგენტია, ვერ ჩამოყალიბდა, თვითონ მივიდა პოლიციაში და მათ თანამშრომლობა შესთავაზა თუ პირიქით, აიძულეს თანამშრომლობა. თავადაც ნასამართლევია ნარკოდანაშაულზე. არსებობს კიდევ ერთი მოწმე, რომელიც მე დავკითხე და ის ამბობს, რომ ორჯერ სწორედ ამ აგენტისგან შეიძინა ექსტაზი. ასევე, ერთ-ერთი დაკითხული ამბობს, რომ გლდანის ციხეში ერთად იხდიდნენ სასჯელს ის და ე.წ. მოწმე და ეს უკანასკნელი საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა.

ე.წ. მოწმე „გალერის“ დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეუშვა კლუბში, რომელსაც ციხიდან იცნობდა. დავკითხე კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ სპეცოპერაციამდე პოლიცია აიძულებდა თანამშრომლობას, თუმცა უარი თქვა და ბოლოს ახლობლები ჩარია, რომ მასზე ზეწოლა შეწყვეტილიყო“, – განაცხადა ადვოკატმა და განმარტა, რომ „ეს ადამიანი არის მოწმე 7 დაკავებულზე, კიდევ ერთ დაკავებულზე კი მოწმე ირანის მოქალაქეა“.

რაც შეეხება სპეცოპერაციების ღამეს, პოლიციის მიერ დაკავებულ 22 წლის ქეთი მურუსიძეს, ადვოკატის, გია გოროზიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთია, რომლის შემთხვევაშიც დადასტურდა, რომ არა ნარკოტიკს, არამედ პარაცეტამოლს ჰყიდდა.

„ქეთი “კაზინო აჭარასთან” დააკავეს და ის ნარკოტიკების გასაღებას უარყოფს. არსებობს მტკიცებულებები, რომ არ ყიდდა ნარკოტიკებს, ის ყიდდა პარაცეტამოლს და ამოღებულია პარაცეტამოლი. ეს არის თაღლითობა, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცის, რომ მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და ძალიან ღელავს ამის გამო. ჯერჯერობით მისი საქმის მოწმეების დაკითხვა არ დაწყებულა და არც საპროცესო გარიგებაზეა საუბარი. ვნახოთ რა იქნება“, – განაცხადა გოროზიამ ambebi.ge-სთან საუბარში.

2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბებში – „ბასიანი“, „გალერი“ და თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციები ჩაატარეს, რის შედეგადაც 8 ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც ბრალი ნარკოდანაშაულში ედებათ.

იტვირთბა....