პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბადრი პატარკაციშვილის მკველობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელშ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ხუხაშვილი წერს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს მან და ბადრი პატრკაციშვილმა ერთად უყურეს.
“2007 წლის 3 ნოემბერს დილით ბადრიმ დამირეკა და მთხოვა მასთან მივსულიყავი ოქროყანაში. ძალიან გადაღლილი და თითქოს დაბერებული იყო 2 ნოემბერს მიღებული ემოციების შემდეგ. მითხრა, რომ ძალიან დაიღალა და უნდა წავიდეს. წავიდა და მას შემდეგ ის თბილისში აღარ ჩამოსულა. უკვე 5-ში დამირეკა და ეილათში დამპატიჟა, სადაც გულგახეთქილებმა ერთად ვუყურეთ 7 ნოემბრის მოვლენებს ტელევიზორში.
გეგმავდა თუ არა მაშინდელი ხელისუფლება ბადრის ნეიტრალიზაციას? სავარაუდოდ გეგმავდა.
განახორციელეს? სავარაუდოდ არა, რადგან ის საქართველოში აღარ ჩამოსულა.
მისი ნეიტრალიზაციის დამგეგმავები დღეს მარტო ციხეში კი არა, ხელისუფლების ყველა შტოში, მათ შორის პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით.
ბადრი აღარ არის. ფარისევლები კი დღემდე ცეკვავენ მის საფლავზე” – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.