მირზა სუბელიანი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის მზად იყო – ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ფარულ ჩანაწერებში თავად საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2-მა” ცოტა ხნის წინ მოიპოვა.
სუბელიანი “ქართული ოცნების” დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან დიალოგში ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასანეიტრალებლად სამთვიანი ვადა მისთვის საკმარისი იქნებოდა.