მომღერალი ნინი ქარსელაძე “სოციალურ ქსელში” მიმდინარე მოვლენებს და კერძოდ, პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტთან რამდენიმე პირის დაკავებაზე გაიმართა.
“ჩემთვის ეს თემა ძალიან მძიმეა, ძლივს მოვისმინე ბოლომდე… ამ ყველაფრის მერე კიდევ რომ ბედავენ და ცდილობენ ხალხის გადებილებას!!! იხტუნავეთ და დადგით სპექტაკლები, მაინც არ გიშველით!!! იქნებ შეუშვათ ტვინში, რომ ვერ მობრუნდებით, ვერა!!! არ დავუშვებთ მაგას!!!
P.S. აი, თქვენი ნამდვილი სახე, აღარ გიშველით უცოდველის როლის მორგება, არა!
შალვა თადუმაძე Respect”– წერს ნინი ქარსელაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ დღეს დააკავა სამი პირი, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში მონაწილეობაზე ბრალი წარედგინათ.