ქართული ფაშისტური მოძრაობის “ეროვნული ერთობის წევრის” გიორგი ჭელიძის ინტერესებს 16 ადვოკატი იცავს. ამის შესახებ ერთ-ერთმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ჭელიძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
გიორგი ჭელიძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში პროცესის დაწყებამდე გიორგი ჭელიძის მხარდამჭერი აქცია მისი გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა.