რუსთავში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავცელა სააგენტო “ინტერპრესნიუსმა”, რომელიც იუწყება, რომ დაშავებული გადაყვანილია რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.
ექიმის განმარტებით, 47 წლის კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.