აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არქივიდან: კახა კახიშვილი – “მირზა სუბელიანი უმოწყალოდ ყრიდა ხალხს ციხეში”

პერემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანლი და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტი კახა კახიშვილი 2013 წელს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებდა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს მირზა სუბელიანი მართავდა. მაშინ კახიშვილი ექსპერტი იყო.

“სასჯელაღსრულებაში საერთოდ კატასტროფაა. გენინსპექციის უფროსად დაინიშნა სუბელიანი, ყოფილი პროკურორი, რომლის სახელი 26 მაისის საქმეებს უკავშირდება. ის უმოწყალოდ ყრიდა ხალხს ციხეში.

მან გააშვებინა დეპარტამენტის თავმჯდომარე და საკუთარი კადრები დანიშნა კოლონიის უფროსებად. რატომ მოიყვანა “ნაცმოძრაობის” კადრი სუბარმა, ეს მას უნდა ჰკითხოთ. დღეს მირზა სუბელიანი მართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს.

ვფიქრობ, ბატონი ბიძინა ოქტომბრამდე აკვირდება, ვინ რისი გამკეთებელია, მაგრამ ამ დაკვირვებაში რა შედეგი იქნება, არ ვიცი. ოქტომბრამდე ვერ გარისკავს, თუნდაც იმიტომ, რომ ძალოვანი მინისტრები პრეზიდენტის პრეროგატივაში შედის.

ოქტომბრის შემდეგ შეიძლება ვიხილოთ გაბრაზებული ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილებები”, – თქვა ინტერვიუში კახა კახიშვილმა 2013 წელს, როცა ის ექსპერტი იყო.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ფარული აუდიჩანაწერი: ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, საქართველოს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან გარიგებულია და ის ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა.

აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მირზა სუბელიანი, საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაიწყო, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით”- აცხადებენ პროკურატურაში.

იტვირთბა....