ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს. ესენი არიან: ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი. ამის შესახებ იუწყება “რუსთავი 2”.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ სამიდან მხოლოდ მერებაშვილია დაკავებული, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს, ხოლო დარჩენილ ორ მათგანს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.