ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად მიუღებელია”

სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ის ამ განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, პრემიერ-მინისტრმა ივარაუდა, რომ მარგველაშვილმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტრაგიკულია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე კვლავ შვილმკვდარი მშობელი დგას და იგივე მოთხოვნები აქვს, რაც ირინა ენუქიძეს ჰქონდა.

„ზაზა სარალიძე ირინა ენუქიძის მსგავსად ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....