მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლის განხორციელება შეუძლებელია, – ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებაში სუბელიანს შეხვდა.
ნინო ლომჯარიას სხვა დეტალებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. მისი თქმით, მირზა სუბელიანის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და არის დაცვა უზრუნველყოფილი.
„დავუსვი მას კითხვები, თუმცა ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმის შესახებ, რომ ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.