ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომენტარის სახით, ამავე სოფლის მკვიდრი შორენა შატაკიშვილი მიმართავს და ურჩევს, რომ 28 ოქტომბერს ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი არ შემოხაზოს. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
“მამიდა, თუ ეს შემოხაზე, შენზე საერთოდ ხელს ავიღებ”, – წერს შორენა შატაკიშვილი ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორის პოსტზე. რადიო “მოზაიკა” ფაქტი გადასამოწმებლად ლია შატაკიშვილსდაუკავშირდა, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სამუშაო საათებში პოსტი მას არ გაუზიარებია და მის ფეისბუკზე წვდომა სხვა ადამიანებს აქვთ.
“ამიერიდან უფრო ყურადღებით ვიქნები. ზოგადად ჩემი ლოგინი და პაროლი სხვებმაც იციან და შესაძლოა, ჩემდა უკითხავად ეს პოსტი ვინმემ გააზიარა. რაც შეეხება კომენტარს, მისი ავტორი არ იმყოფება საქართველოში და არ აქვს კანდიდატებზე ინფორმაცია. არავითარ შემთხვევაში არ გავითვალისწინებ მის რჩევას. მხარს ზურაბიშვილის ვუჭერ”.
აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია რესურსცენტრი, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, დეტალების მოძიებისას რაიმე შეუთავსებლობის გამოვლენის შემთხვევაში ნიქოზის სკოლის დირექტორი შენიშვნას მიიღებს.