ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან…”

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ფარულ აუდიოჩანაწერის მიხედვით, “სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან ხუთი სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს, მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო”. – აცხადებს ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ფარულ აუდიოჩანაწერში.

“ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია, ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირონ? არ არის ეს სწორი. გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მათთვის, ვინ იზამდა სხვა და რა მივიღე? გამწირეს და რას მეუბნები, რომ ასე არ არის. მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე, ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ მე გავხსენი ეგ დედ… საქმე. მე რომ არ ვყოფილიყავი, ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ. ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი, რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში. წესით, ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? რადგან სარალიძე აწვებათ. სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან ხუთი სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო. იცი, ძმაო ეს რას ნიშნავს?

ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის დიალოგი შემდეგნაირად გრძელდება:

„ვ.ჯ. – ეგრე არ გამოვა, რა ტყუილი რატომ უნდა თქვა?! სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გეკადრება.

მ.ს. – სხვა გზა დამიტოვეს? გამომკეტეს აქ და პირობა არ შეასრულეს და დედა… სასამართლოს ველოდებით და რა განაჩენს გამოიტანს, აგერ ნახავ. ბოლომდე უნდათ ჩამძირონ.

ვ.ჯ. – კაი, გაჩერდი ბიჭო, არ არის მასე ცხელ გულზე ხარ, დამშვიდდი დაიოკე ნერვები.

მ.ს. – ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ, შენც ხომ კარგად იცი, პროსტა ძალიან გამამწარეს, მეც ადამიანი ვარ. დამენგრა ოჯახი. დედა მომე… პროსტა, შინაურულად გეუბნები, გაბრაზებულზე ვამბობ, თორემ ამას რომ არ ვიზამ, შენც კარგად იცი. აქ რომ კაცი ჩაჯდება, იმას რა ჭკუა უნდა მოთხოვო. შევიშალე, ძმაო, მარტო ვზივარ სამარტოო საკანში, აღარ შემიძლია, გონკები მაქვს. მაგრა დავიღალე ბო… ვიყო. მივდივარ სადღაც სიღრმეებში და გონკებში. ძმაკაცურად გეუბნები ამას, თორემ, რომ არ გავაკეთებ, იცი შენც.

ვ.ჯ. დამშვიდდი, ვიცი, რომ ამის გამკეთებელი არ ხარ. ხომ გესმის, შენი მოსახდელია და რასაც მოგისჯიან, უნდა მოიხადო, არ გამოვა სხვანაირად“.

შეგახსენებთ, პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერამდე, ციხიდან ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ფიგურირებს. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კონტაქტი ვლინდება. დღეს კი მირზა სუბელოანის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

იტვირთბა....