ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს შემდეგ ავსტრალია საელჩოს იერუსალიმში გადატანას აპირებს

ავსტრალია თელ-ავივიდან ისრაელის საელჩოს იერუსალიმში გადატანას აპირებს. BBC-ის ცნობით, ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა აღნიშნა, რომ ავსტრალია იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასაც აპირებს.

მორისონის ოპონენტები პრემიერის ამ სიტყვებს წინასაარჩევნო ტყუილს უწოდებენ.

შეგახსნებთ, რომ იერუსალემის სტატუსი დღემდე რჩება ყველაზე საკამათო საკითხად ისრაელსა და პალესტინას შორის.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა შარშან უძველესი ქალაქის იერუსალემის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა. აშშ-ს საელჩო თელ-ავივიდან იერუსალემში წინა წლის მაისში გადავიდა.

მორისონის განაცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ის, აღნიშნულ საკითხს, მინისტრთა კაბინეტთან ერთად, კიდევ  ერთხელ განიხილავს .

იტვირთბა....