ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

რამ იქონია გავლენა მირზა სუბელიანზე, რომელმაც თვითმკვლელობა გადაწყვიტა

მირზა სუბელოანის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

უფლებადამცველები დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ციხეში შესულები იყვნენ პროკურატურის წარმომადგენლებიც. თუმცა მათი თქმით, დაკითხვა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

“ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, სტრესშია და მისი გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. 4 თვეა სამარტოო საკანში იმყოფება და მის ფსიქიკაზე ამ ყველაფერმა გავლენა იქონია,”- განაცხადა ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა.

მისი თქმით, სუბელიანი მაშინაც მძიმე მდგომარეობაში იყო, როცა ჩანაწერები კეთდებოდა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულის მდგომარეობა დღეს უფრო მძიმეა.

შეგახსენებთ, ციხიდან ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ფიგურირებს. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კონტაქტი ვლინდება.

 

იტვირთბა....