არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როდესაც „ოცნებას“ დავუჭირე მხარი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ასეთი აუხდენელი „ოცნება“ იქნებოდა”

მომღერალი ირმა სოხაძე სკანდალურ ჩანაწერებს, ეხმაურება იმჩანაწერებს რომელიც „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა და სადაც მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

ირმა სოხაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა.

მისივე თქმით ის იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, ასევე მოგვიანებით გახდა „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი, თუმცა მას ორივე შემთხვევაში იმედი გაუცრუვდა.

როდესაც „ოცნებას“ დავუჭირე მხარი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ასეთი აუხდენელი „ოცნება“ იქნებოდა და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ ამის საფუძველი გვექნებოდა, რომ გვეფიქრა ღმერთო, რა ხდება ჩვენს თავს,“-განაცხადა ირმა სოხაძემ.

მისივე თქმით, მას ამ გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან პროკურატურამ ამ დრომდე არც ერთი საქმე არ გამოიძია.

ძალიან დათრგუნული ვარ, იმედგაცრუებული,“-განაცხადა ირმა სოხაძემ.

ის საპრეზიდენტო კანდიდატებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ აპირებს მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა ხმას არც გრიგოლ ვაშაძეს მისცემს. ირმა სოხაძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ მხოლოდ ამ ორ ძალას შორის არჩევანი არ უნდა გააკეთოს და ეცადოს მესამე ძალაც დაინახოს.

ირმა სოხაძეს “არჩევანის” სტუდიაში თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა. მან განუმარტა მომღერალს, რომ საკმაოდ ძლიერ გაერთიანებას აკნინებს, როდესაც ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე არ არის სალომე ზურაბიშვილის ალტერნატივა და სხვა ძალა უნდა მოძებნოს ამომრჩეველმა.

„მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი საქმე კეთდება და არ მინდა, რომ ამას ჩრდილი მიადგეს. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ირმა სოხაძემ კი თაკო ჩარკვიანს მოუწოდა, რომ “ნუ გაუსწორებს” მას საუბარს.

ირმა სოხაძეს ასევე პაატა ბურჭულაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძე არის ძალიან განათლებული ადამიანი და მას ჩრდილი არ უნდა მიაყენოს.

იტვირთბა....