ახალი ამბები მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

“თათუხაშვილი წამებით მოკლეს, ეს გუშინდელი ჩანაწერებით დადასტურდა”

“გოგი თათუხაშვილი არის ძალიან ღირსეული საქართველოს გენერალი,რომელსაც ვილა არ აუშენებია და არც ფული მოუპარავს.სტასბურგში რომ წავიდა,პირველი რამდენიმე თვე უსახლკაროდ იყო და ხშირად ხიდის ქვეშ ათევდა ღამეს. მან სამშობლოს გაუზარდა ორი მეომარი,მათთან ერთად იბრძოდა ომში. მთელი ეს დრო, ის ამბობდა,რომ მისი შვილი შალვა დაკითხვისას წამებით მოკლეს და ამ ფაქტს პროკურატურა უარყოფდა.გუშინდელი ჩანაწერით, ეს დადასტურდა”, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერით, პირი, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანია, აცხადებს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვს და რომ მოუნდეს, ორ ჩანაწერით დაამთავრებს ამ მთავრობას. ის პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება. სუბელიანი იმასაც ამბობს, რომ გახმაურებულ საქმეებს მოწმეების წამებით ხსნიდნენ.

გარდა ამისა, პროკურატურაში “რუსთავი 2-ზე” გასულ ფარულ ჩანაწერებთანდაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.

იტვირთბა....