ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე სუბელიანზე – დავამტკიცეთ, რომ არანაირი მუქარის და შანტაჟს არ გვეშინია და ეს ადამიანი დღეს ზის იქ, სადაც ზის

“მირზა სუბელიანის საკითხზე თქვენ ამბობდით, რომ თითქოს, ჩვენ გვეშინია მუქარისა და შანტაჟის. დავამტკიცეთ, რომ არანაირი მუქარის და შანტაჟს არ გვეშინია და ეს ადამიანი დღეს ზის იქ, სადაც ზის.  შესაბამისად, მომავალშიც გვექნება ასეთი მიდგომა, თუ იქნება მუქარა, მაგალითად, მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ არ გვეშინია და ზუსტად ვმოქმედებთ ჩვენი პრინციპებით იმიტომ, რომ მუქარის არავის ეშინია’, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძეს დღეს ბიუროს სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერით, პირი, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანია, აცხადებს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვს და რომ მოუნდეს, ორ ჩანაწერით დაამთავრებს ამ მთავრობას. ის პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.

გარდა ამისა, პროკურატურაში “რუსთავი 2-ზე” გასულ ფარულ ჩანაწერებთანდაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.

იტვირთბა....