პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრსას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აშკარად ჩანდა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პერიპეტიებშიც რაღაც დიდი იყო დამალული და ამ დამალულის სერიოზული ნაწილი ვნახეთ გუშინ,.
უსუფაშვილის შეფასებით, ფაქტია, რომ „ოცნებამ“ იმ სისტემის დემონტაჟი კი არ განახორციელა, რომელიც შექმნეს „ნაციონალებმა“, არამედ მის გამოყენებას შეუდგა და გუშინ ჩვენ ეს მოვისმინეთ.
დღეიდან არჩევნების დღემდე ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი საბუთი გვექნება დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ხელისუფლებასთან მოსასვლელი აღარ არის. ფაქტია, რომ „ოცნებამ“ იმ სისტემის დემონტაჟი კი არ განახორციელა, რომელიც შექმნეს „ნაციონალებმა“, არამედ მის გამოყენებას შეუდგა და გუშინ ჩვენ ეს მოვისმინეთ. სამწუხაროდ, ეს მე არ გამკვირვებია, ვინაიდან ჯერ კიდევ 2015 წელს, 3 წლის წინ, ამ ტიპის პრობლემებზე მივმართავდი კოალიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და ვაფრთხილებდი, რომ თუ ეს პროცესი არ შეწყდებოდა, ცხოვრების წესად გადაიქცეოდა. სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ ამ თემაზე ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ და გაგრძელდა პროცესი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები გამოვიყენოთ ამ მოჯადოებული წრის გასარღვევად, „ქოცურ-ნაცური“ დაპირისპირებიდან ქვეყნის გამოსაყვანად და არ ჩავიძიროთ იმ ქაოსში, რომელიც დაახლოებით ასე განვითარდება – 9 წელი უარესი იყო თუ 6 წელი, ვიღაცამ უფრო მეტი ცუდი ჩაიდინა თუ ნაკლები. შავ პიარში შეჯიბრს ყურადღება ნაკლებად უნდა მივაქციოთ და გავაკეთოთ არჩევანი იმ ხალხზე, იმ ძალებზე, რომლებიც ამ თვალსაზრისით სუფთა არიან და საზოგადოების წინ წაყვანა შეუძლიათ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.