„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მოსაზრებებზე საუბარს მას შემდეგ გეგმავს, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.
ვანო მერაბიშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ სურს „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდეს, თუმცა როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, ამის შესაძლებლობას ვეღარ ხედავს.
ვანო მერაბიშვილი სანამ ციხეშია, მის პოლიტიკურ მოსაზრებებზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გავიყავით ფუნდამენტური განსხვავებების შედეგად და არა ვინმეს წაჩხუბების შედეგად. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს განსხვავებული გზა. განსხვავებულად ვხედავთ წარსულის ეპიზოდებსა და სამომავლო გზასაც. ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ხელისუფლებასთან და ასევე ვურჩევ „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომ ჩვენთან ბრძოლის ნაცვლად, კონცენტრირდნენ ხელისუფლებასთან ბრძოლაზე“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მისი პატიმრობის ყოფნის პერიოდში პირველად მისცა ინტერვიუ.