გორის მაჟორიტარი დეპუტატის დანაზოგი 2017 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით 5000 ლარით განისაზღვრება.
ეს მონაცემები იოსებ მაკრახიძის ბოლო დეკლარაციაშია მითითებული. რადიო „მოზაიკა“ დაინტერესდა თუ შემოსავლებით გაიზარდა 10 თვეში დეპუტატის დანაზოგი 1000%-ით, თუმცამაკრახიძემ ამჯერად აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის გადასარიცხად თანხა შვილს და მეგობრებს გამოართვა. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
“დანაზოგი მაგდენი არ მქონდა, ამიტომ ჩემ გოგოს და მეგობრებს გამოვართვი, შევასრულე 50 000 ლარი და ისე გადავურიცხე ქალბატონ სალომეს. საერთოდ, რასაც ვაკეთებ, მერე აღარ ვნანობ ხოლმე“, – ამბობს მაკრახიძე.
ამ პასუხის შემდეგ რადიო „მოზაიკამ“ მაკრახიძეს 2011-12 წლები შეახსენა, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ პირველ შემთხვევაში 100000 ლარი, შემდეგ კი 25 000 ლარი შესწირა, რაზეც დეპუტატმა აღნიშნა, რომ თანხა არა სააკაშვილს, არამედ მაშინდელ მმართველ ძალას გადაურიცხა.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე