ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ქვეყანა ევროპასა და სტალინს შორის”: რას წერს გერმანული მედია საქართველოზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შესახებ, საქართველოს მონაწილეობაზე, გერმანული მედია საკმაოდ აქტიურად წერს. ჩვენ ქვეყანაზე 9 ოქტომბრის შემდეგ, თითქმის ყველა გერმანული მედიასაშუალება საუბრობს. ქართული მრავალწლოვანი ლიტერატურის, კულტურის, უნიკალური ანბანისა და დამწერლობის გარდა, გერმანულენოვანი მაყურებლისთვის საინტერესო საქართველოს მრავალფეროვანი ისტორია, საბჭოთა წარსული და დღევანდელი რეალობა აღმოჩნდა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი გამოცემა FAZ-თან (Frankfurt allgemeine zeitung) საქართველოს შესახებ საუბრობს: “საქართველო ყოველთვის სხვადასხვა კულტურის გასაყარზე მყოფი ქვეყანა იყო, თითოეულმა კულტურამ მასზე გარკვეული კვალი დატოვა, მიუხედავად ამისა საქართველომ მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება.

უახლოეს წარსულში საქართველოს, ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი კრსტო  ლაზარევიჩი ესტუმრა, რომლიც სხვადასხვა გერმანულენოვანი მედიასაშუალებებისთვის წერს.

საქართველოზე ის ვრცელ სტატიას აქვეყნებს DW (Deustche Welle)-ზე სახელწოდებით „საქართველო – ქვეყანა, რომლიც იბრძვის მომავლისთვის“. სტატიაში განხილულია საქართველოს საბჭოთა და უახლოესი წარსული. სამომავლო გეგმები და შეხედულებები.

„საქართველოში ქართველს, რომ ჰკითხო, თვლის თუ არა თავის ქვეყანას ევროპის ნაწილად,  გიპასუხებს – ეს იგივეა მკითხო, ვიბან თუ არა ხელებს საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ”.

გერმანულ ტელეარხ ZDF-ზე საქართველოს შესახებ სიუჟეტში ვაწყდებით შემდეგ შეფასებას: “2000 წელია ქართველები წერენ ქართულად. სწორედ ეს აყალიბებს ქართველებს ქართველებად. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა საქართველოში 4 მილიონია, ისინი ახერხებენ დაიცვან და შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა.“

“ჩემი ბიბლიოთეკის წიგნების უდიდესი ნაწილი რუსულენოვანია, ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ აღარ კითხულობენ ჩემი შვილები. მე აღარ ვყიდულობ რუსულ წიგნებს, რადგან ვიცი, რომ მას ჩემ გარდა ვერავინ წაიკითხავს. თუ რაიმე კარგი და საინტერესო აღმოვაჩინე რუსულენოვან ლიტერეატურაში ვცდილობ ის ჩემი შვილებისთვის რუსულიდან ქართულად ვთარგმნო.“ – ამბობს ქართველი მწერალი,ფოტოგრაფი და მოგზაური – არჩილ ქიქოძე ZDF- თან:

ARTE TV დავით გაბუნიასთან და ნინო ხარატიშვილთან,  ქართველ  გერმანულენოვან ავტორთან ერთად აცნობს ევროპელ მაყურებელს საქართველოს. ვრცელ სიუჟეტში – “ქვეყანა ევროპასა და სტალინს შორის“ ქართველი დრამატურგი, მწერალი, მთარგმნელი დავით გაბუნია ცდილობს გერმანულენოვანი მაყურებლისთვის გასაგები გახადოს, თუ რას ნიშნავს პოსტსაბჭოთა ქვეყნის სტატუსი და რა გზის გავლა უწევს საქართველოს  დღეს ამ სტატუსის ქვეშ.

„საზღვრები ღიაა. წარსული უკან მოვიტოვეთ. ჩვენ გვაქვს ინტერნეტი, წვდომა ინფორმაციაზე, შეგვიძლია მოგზაურობა. ცხოვრება შეიცვლა. არასდროს აღარ  იქნება ისე, როგორც ადრე.“- აცხადებს დავით გაბუნია DW-თან საუბრისას.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი, წიგნით მოვაჭრე და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს. წარმოდგენილია ასიათასობით დასახელების წიგნი. წლევანდელი ბაზრობის საპატიო სტუმარის სტატუსი საქართველოს ხვდა წილად.

9-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო სტუმრებს, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში იღებდა. საქართველომ მსოფლიოს ქართული პროგრამა წარუდგინა კონცებციით – Georgia made by Characters (“ანბანით მოთხრობილი საქართველო“).

ფრანქფურტის წიგნის ბაზრბა 14 ოქტომბერს დასრულდა.

მოამზადა ქეთი ჯელაძემ

იტვირთბა....