არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ინაშვილი – 2020-ის არჩევნებზე ყველა ყველაფერს იკადრებს, ყველას ყველაფერს დააბრალებენ

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ამ არჩევნების ფონზე 2020-ში საინფორმაციო “აფეთქებების” სერია დაიწყება.

იმედია, უკვე წარმოგიდგენიათ, რა იქნება 2020-ის არჩევნები.

“ყველა ყველაფერს იკადრებს! დაიწყება საინფორმაციო “აფეთქებების” სერია.

ყველას ყველაფერს დააბრალებენ!

ყველა ყველას წინააღმდეგ მოისყიდის სოციალური ქსელების “ჯარისკაცებს”, “პოლკებს”, “დივიზიებს”.

ყველა ყველას საბანკო ანგარიშს, პირად მიმოწერას “ააფეთქებს”, ყველა ყველას შეჭამს, მოსპობს, გაანადგურებს. კონკურენტები ერთმანეთის წარსულზე, ოჯახის წევრებზე, შვილებზე, მეგობრებზე, გრძნობებსა თუ ტკივილებზე ირბენენ, იცეკვებენ…

არავინ არავის დაინდობს!

არავის შეეშინდება ღმერთის…

როგორ მინდა ვცდებოდე… და როგორ მინდა, რომ არც არჩევნების დროს და არც მანამდე არ გვავიწყდებოდეს გაცილებით მთავარი, ვიდრე არჩევნებია – ჩვენ ადამიანები ვართ და არა მხეცები… სასურველია, დავრჩეთ ადამიანებად”, – წერს ინაშვილი.

იტვირთბა....