ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძიძიგური – ერთი ბინის მეტი არაფერი გამაჩნია და ისიც 10-წლიანი კრედიტით მაქვს შეძენილი

სამარცხვინოა ასეთი ტიპის გადაცემები, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ “რუსთავი 2” -ის ეთერში. ეს არის შავი პიარის ტექნოლოგია, უნდა დაგასხან თავს ლაფი, შემდეგ უნდა იმართლო თავი და, ნამდვილად არ ვაპირებ თავის მართლებას. თუ ვინმეს რამე აინტერესებს ჩემ ქონებრივ შემოსავალთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველაფერი წერია დეკლარაციაში. ღიაა ეს ინფორმაცია, საჯაროა. ყველას შეუძლია დეკლარაციაში ეს ამბავი ნახოს, – ასე ეხმაურება “აიპრესთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური “რუსთავი 2-ის” სიუჟეტს, სადაც მმართველი გუნდის წევრების ფეშენებელური სახლბია ნაჩვენები.

“იმ უსინდისოებმა, რომლებმაც ეს სიუჟეტი გააკეთეს, საერთოდ არ აღნიშნეს რომ 10-წლიანი კრედიტი მაქვს აღებული, ათი წელი უნდა ვიხადო ეს კრედიტი. მინდა გითხრათ, ჩემი 5 შვილით და 8 სულიანი ოჯახით, ვცხოვრობ სახლში, რომელიც არის ჩემი ერთადერთი ქონება. სხვა არაფერი ქონება მე არ გამაჩნია. ბოდიშს ვიხდი, რომ 54 წლის ასაკში, მეოთხე მოწვევის დეპუტატს მაქვს სახლი. ბოდიშს ვიხდი, თუ ეს ბოდიშის მოსახდელია. მეტი აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი”, – აცხადებს ძიძიგური.

იტვირთბა....