ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მისი პატიმრობის ყოფნის პერიოდში პირველად მისცა ინტერვიუ. მისი თქმით, მარგველაშვილმა იცის, რომ მისი გათავისუფლება ძალიან სარისკოა. როგორც მან აღნიშნა, ის არავის დააყენებს დარტყმის ქვეშ.
“მშვენივრად იცის მარგველაშვილმა, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა. საერთოდ მე არ მიყვარს ადამიანების დაყენება დარტყმის ქვეშ ჩემს გამო“, -განაცხადა მერაბიშვილმა.
“მე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში მაგრამ მთავარი მაინც იყო პრინციპი. ეს ჩემი თავისთვის და ჩემი სიამაყისთვის გავაკეთე. ამავე დროს მე არ მინდოდა რომ ჩემს გამო ჩემი მეგობრები უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოქცეულიყვნენ“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.