ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯორჯ კენტი – საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა. კენტის განცხადებით, მსოფლიოს არ დავიწყებია რაც მოხდა და ამერიკა საქართველოს გვერდით დგას. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

„ათი წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციიდან. დღეს მოვედი აქ, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათ გვერდითაა და რომ მსოფლიოს არ დავიწყებია, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს საერთაშორისო საზღვრად. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. ჩვენ აღშფოთებული ვართ საქართველოს მოქალაქეების დაუსრულებელი დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და სიკვდილით;

ოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები: შეწყვიტოს ამ ერთეულების ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს რუსული ჯარები ომამდელ პოზიციებზე.

ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, ნება დართოს ხალხისათვის ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აღნიშნულ რეგიონებში. შეერთებული შტატები მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს მთავრობასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ფოტო: “1ტვ”

 

იტვირთბა....