“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში “რუსთვი 2-ის” ჟურნალისტების ცემის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ “მარში” მზადაა დაიცვას ისინი.
“ქართული მარში” მზადაა დაიცვას თანამემამულე “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები, რომლებიც ჩინელებმა სასტიკად სცემეს!!!”, – წერს ბრეგაძე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას სცემეს. შემთხვევის ამსახველი კადრები ტელეკომპანიამ გაავრცელა. გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის – ეკა გაგუას და ოპერატორის – ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი: 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.