ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონში ქართველმა მწერლებმა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსი გამართეს. პოეტი ზურაბ რთველიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნიღბით გამოვიდა და რუსული ოკუპაციის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
ამასთან, პერფორმანსის სხვა მონაწილეებს მაისურებზე ჰქონდათ წარწერები – „საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული“.
ფოტო: “1ტვ”