ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენი დამკვირვებლები შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება”

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ მათ აქვთ კონკრეტული ფაქტები, როდესაც ცალკეული პირები ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიებს და ხელმოწერებს აგროვებენ, რასაც თავად ეს პირები ადასტურებენ.

ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ სამეგრელოში, ერთ-ერთ ა(ა)იპ-იში ფაქტს, როცა ხდებოდა მსგავსი სიების და ხელმოწერების შეგროვება და შეტანა უფლებამოსილ პირთან. მათ შორის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დაუდასტურეს ჩვენს დამკვირვებლებს ამ ფაქტის შესახებ და უთხრეს, რომ ეს დავალება აქვთ ხელსუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიღებული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ასეთი დავალებები გასული ხელისუფლებების დროსაც იყო ხოლმე და სამწუხაროა, რომ ამ მანკიერ პრაქტიკას ვერ მოეშვა ვერც ერთი ხელისუფლება. ასევე ჩვენ გვაქვს ფოტომასალა და კონკრეტული მტკიცებულებები, უბრალოდ ამ ადამიანებს ეშინიათ მათი ვინაობის გამჟღავნება, რომ არ დაკარგონ სამსახურები, ამიტომ ჩვენ საჯაროდ ამ ფოტოებს არ ვასაჯაროებთ, თუმცა შესაბამისი უწყებების დაინტერესების შემთხვევაში, ბუნებრივია, შეგვეძლება კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბროთ.

თავის მხრივ, საია-ს აქვს ინფორმაცია, რომ ასეთი ფაქტები სხვა რეგიონებშიც ხდება, მათ შორის კახეთშიც. ასე რომ, როგორც ჩანს, ასეთ ფაქტებს გარკვეული ტენდენციის სახე აქვს“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

იტვირთბა....