ახალი ამბები მთავარი სამართალი

“კარი შევამტვრიეთ, სახლიდან ძაღლის ყმუილი ისმოდა”: პოლიციის ვერსიით საბერძნეთში ნაპოვნი ქართველი გოგო ნაწამებია

სა­ბერ­ძნეთ­ში ნაპოვნ 24 წლის ქართველი გოგონას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. მისი მეგობარი AMBEBI.GE-სთან  ამბობს, რომ სოფო წამებითაა მოკლული.

“ერთმანეთისთვის დებივით ვიყავით. 5 წელია, ორივე ერთად ემიგრაციაში ვართ საბერძნეთში. სოფოს ჰყავს 2 თვის პატარა ალექსანდრე. სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ 2 დღის მკვდარია. არ არის ეს გოგო 2 დღის მკვდარი, ეს არავის დაუდგენია. დეტალებს გამოძიება დაადგენს და სავარაუდოდ, მოგვიანებითს მეცოდინება,” – აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი.

ძიგუა იხსენებს, როგორ იპოვა მან და კიდევ ორმა ადამიანმა გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი:

“დილიდან ისე მოხდა, რომ სოფო ვერ ვიპოვე… სახლში მასთან რომ მივედი, კარი არავინ გამიღო, ძალიან ავნერვიულდი, მით უფრო, რომ მთელი დღის განმავლობაში არ შემხმიანებია, არც ესემესი გამოუგზავნია, ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, კარი შეგვემტვრია, ამაში 2 ადამიანი დამეხმარა…

კარი პოლიციის გარეშე შევამტვრიეთ, რადგან სახლიდან ძაღლის ყმუილი ისმოდა, თან, არ ვიცოდით და ვერც წარმოვიდგენდით მსგავსი რამ თუ დაგვხვდებოდა, ამას ვერ ვფიქრობდით. რომ შევედით, ვნახეთ იატაკზე დაგდებული სოფო, ბავშვი თავის საწოლში იწვა. როგორც პოლიციამ გვითხრა, სამწუხაროდ, პატარა დამამშვიდებელი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო… პოლიციამ თვითმკვლელობა გამორიცხა, ანუ სავარაუდოდ, მოკლულია.

ბავშვთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობდა. სამწუხაროდ, მეუღლე პატიმარია. ისინი საბერძნეთში დაქორწინდნენ, მერე მისი ქმარი დაიჭირეს. ქმართან არავითარი პრობლემა არ ჰქონდა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მისი ქმარიც, იქიდან რეკავდა და როგორც მე ვეძებდი, ისიც ასე ეძებდა მას.

სანამ გათხოვდებოდა, მუშაობდა ისე, როგორც მე ვმუშაობ, ალაგებდა ოჯახში, ბავშვებთანაც მუშაობდა და ბებიასთანაც. მერე, როგორც ვთქვი, დაქორწინდა, ორსულად იყო და ამიტომ აღარ საქმიანობდა. მერე უკვე პატარა ჰყავდა და მას უვლიდა. ამ წუთისთვის დროებით უმუშევარი იყო…

დეპრესიული არ ყოფილა და როგორც აღვნიშნე, სოფოს თვითმკვლელობა გამორიცხა პოლიციამ და ექსპერტმა. მათი ვერსიით, სოფო არის წამებით მოკლული. ხელები დამტვრეული ჰქონდა, სხეულზე სიგარეტის ნამწვავები და სილურჯეები აღენიშნებოდა, ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში, ეტყობა, სიმწრისგან ჩამოგლეჯილი. ამ წუთისთვის მეტი არაფერი ვიცი, მისი საქართველოში გადასვენების საკითხში საკონსულო გვეხმარება“, – აცხადებს დაღუპულის მეგობარი.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ემიგ­რან­ტთა იმე­დის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც დღეს გავრცელებულ ინფორმაციასეხება, რომლეის მიხედვითაც.საბერძნეთში 23 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გარდაცვლილი იპოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ის მოკლულია.

“იპოვეს ბინაში 2 დღის გარდაცვლილი, დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა….
“ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, თანაუგრძნობენ და სამძიმარს უცხადებენ ოჯახს”,  – წერს შოთა სიხარულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
დაღუპული გოგონას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი, დარეჯან ღამბაშიძე. – წერს სააგენტო “კვირა”.
“ის სამი წლის წინ გავიცანი, ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა. მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა დავხმარებოდი, ვთხოვე, მოსულიყო ჩვენს “ქართულ სახლში“, დამპირდა – კიო, თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა, ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა… ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა ბოდიში მომიხადა, რომ „დავიკარგეთო.“ დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება, იმედი და ყველა მისი საიდუმლო. ბავშვივით გავშრი… სოფო დავკარგეთ, ალბათ, უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის. ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება.ვერაფერს ვშველით”, – წერს დარეჯან ღამბაშიძე.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....