Bloomberg-მა გამოაქვეყნა ქვეყნების სია, სადაც მუშაობა ყველაზე მეტადაა სასურველი. სიას ლიდერობს სინგაპური, სადაც როგორც პოპულარული გამოცემა მიიჩნევს, სამუშაო პირობები ყველაზე ხელსაყრელია.
კვლევის დროს გაითვალისწინეს არა მხოლოდ შემოსავალი, არამედ ცხოვრების დონეც. მეორე ადგილზეა ახალი ზელანდია, მესამეზე – გერმანია გავიდა. (ათეული იხილეთ ფოტოზე)
დასახელდა ასევე მაღალი შემოსავლის ქვეყნებიც. აქ პირველ ადგილს არავის უთმობს შვეიცარია, სადაც ყოველწლიური საშუალო ხელფასი 202 000 დოლარია, მეორე ადგილზეა აშშ – 185 000 დოლარი.