ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა გამოძიებასთნ ითანამშრომლოს.
ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე ადასტურებს და ეთანხმება იმ ინფორმაციებს, რომელიც ლევან ყიფიანმა გააჟღერა. ასევე, მოსიშვილის თქმით, ფარცხალაძე და ყიფიანი მეგობრები არიან.
“ლევან ყიფიანთან ოთარს აქვს მეგობრული ურთიერთობა. ეს დამალული არაა. მე გიდასტურებთ, რომ მათ აქვთ საქმიანი მეგობრული ურთიერთობა”, – აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.
უფლებადამცველისთის უცნობია, არის თუ არა ლევან ყიფიანი ფარცხალაძის სახლში ნამყოფი. რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის დაკითხვას, ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე მზადაა ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.
“იმ შემთხვევაში თუ პროცესის მწარმოებელი ორგანო, ჩათვლის საჭიროდ და ექნება კითხვები, ჩვენ მზად ვართ ურთიერთანამშრომლობის რეჟიმში გავცეთ პასუხი გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას”, – აღნიშნა ფარცხალაძის ადვოკატმა.