ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რასაც ვუყურებთ, საზოგადოების დაცინვაა”: ჭიჭინაძე ლევან ყოფიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს

დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოქვეყნებულ ახალ ფარული ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება რეალურად ვერ აღიქვამს იმ საფრთხეს, რაც ჩანაწერებში არსებულ საუბრებს შეიძლება მოჰყვეს

დავით ჭიჭინაძე სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე ლაპარაკობს.

„რასაც ჩვენ ვუყურებთ, საზოგადოების დაცინვაა. თურმე ზიან და სპექტაკლებს დგამენ, ამით ვის აშინებდნენ. ხელისუფლება ზოგადად რეალურად არ აღიქვამს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება ასეთ საუბარს მოჰყვეს. საზოგადოებაში ეს იწვევს ნიჰილიზმს. ხომ გაფრთხილებენ, თუ არასწორ ჩვენებას იძლევი, პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ლევან ყიფიანი მიდის და იძახის, რომ თურმე აფერისტულ კომბინაციებში ღებულობდა მონაწილეობას, ან იმისთვის არის დასასჯელი, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ატყუებ შენ, ან ცრუ ჩვენებისთვის“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....