უცხო ქვეყნების ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკაში რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს იცავს.
„რუსეთი მშვიდობისმოყვარული პოლიტიკის მომხრეა და თანმიმდევრულად ატარებს საპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკურ კურსს. რუსეთი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, იცავს ორგანიზაციის წესდებაში გაწერილ ძირითად პრინციპებს – ქვეყნების სუვერენიტეტს და თანასწორობას, მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობას“, – განაცხადა პუტინმა.