საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან ზურაბიშვილის ზოგიერთ შემომწირველთან, მათ შორის ექიმებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.
როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ აუდიტის სამსახური სხვა საარჩევნო სუბიექტების შემომწირველების საკითხითაც ანალოგიურად ინტერესდება.
„ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური მიმართავს სასამართლოს. ეს უწყება მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს და მე როგორ უნდა ვთქვა რამე. ძალიან კარგი. იმედი მაქვს, რომ იგივეს გააკეთებს ჩემს კონკურენტებზე. აუდიტის სამსახური უნდა იყოს ჩართული, უნდა იყოს ზედამხედველი ამ კამპანიის და მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.