კოსმოსური ხომალდი “Союз МС-10”-ის ძრავები ავარიულად გამოირთო, რადგან ხომალდს გარკვეული პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი” იუწყება.
ეკიპაჟი ყაზახეთში დაეშვა და როგორც წყარო იუწყება, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ირკვევა, ტექნიკური პრობლემა გამოიწვია ხომალდის გვერდითი ბლოკების არამდგრადობამ. დეტალების დასადგენათ უკვე შეიქმნა შესაბამისი კომისია.
ნასას ინფორმაციით, პრობლემა მაშინ დაიწყო, როცა ხომალდის პირველი და მეორე ნაწილების განშორება მოხდა. “მადლობა ღმერთს, რომ კოსმონავტები გადარჩნენ” – ასეთი კომენტარი გააკეთა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. კოსმონავტების დაფრენის ადგილზე უკვე გაემგზავრა სამაშველო ჯგუფი.