20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
ყველას, ვისაც დღეს მეტი თავისუფლება აქვს და პოლიციისგან ისეთი პრობლემები, როგორც ადრე, აღარ ექმნება, უნდა ესმოდეს, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტი მიიღებს კანაფის რეგულირების კანონს, დღევანდელზე გაცილებით უარეს რეალობაში აღმოვჩნდებით, ამიტომ: 20 ოქტომბერს, დღის 4:20 საათზე, დედაენის ბაღში ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება და ვისაც ესმის, როგორაა დაკავშირებული კანაფის თემა მის თავისუფლებასთან, ერთად ჩავიდენთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს, რომელიც დე ფაქტო მოახდენს კანაფის კულტივაციისა და კოფი შოფების ლეგალიზებას”- წერს “გირჩი” სოციალურ ქსელში.