ქუთაისში მაღაზიათა ქსელი “დეილი” გაძარცვეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა სააგენტომ imereti.news -მა გაავრცელა.
“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.