ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

იუსტიციის სახლებში C ჰეპატიტის სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეები გაიხსნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, C ჰეპატიტის სკრინინგის ღონისძიებების გაფართოების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა საჯარო სივრიცის C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში ჩართვა. ამასთან დაკავშირებით, მომზადდა და მთავრობის მიერ მოწონებული იქნა დადგენილების პროექტი იუსტიციის სახლებში მუდმივმოქმედი სკრინინგ კუთხეების მოწყობის თაობაზე.

შესაბამისად, იუსტიციის სახლის რამდენიმე ოფისში (თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) მოეწყო სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეები, სადაც მოსახლეობას შეეძლება უფასოდ მიიღოს აღნიშნული სერვისი, ხოლო დანარჩენ 9 ოფისში სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეების გახსნა დაგეგმილია მიმდინარე თვის მეორე ნახევარში.

პროექტის ფარგლებში  შესაძლებელი იქნება წელიწადში დაახლოებით 400 ათასზე მეტი ადამიანის დასკრინვა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნის მიღწევის გზაზე.

ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში C ჰეპატიტის მართვის პროგრამის განსახორციელებლად 16.0 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

იტვირთბა....