ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მედვედევი თბილისში ფორუმის გამართვას გეგმავს

საქართველოში რუსი ახალგაზრდული კავშირისა და “გორჩაკოვის ფონდის” ერთობლივი ინიციატივით, 13-14 ოქტომბერს, თბილისში, რუსი და ქართველი ახალგაზრდა ლიდერების მონაწილეობით ფორუმი – “სახალხო დიპლომატია-კომპრომისების დიალოგი” დაიგეგმა. ამის შესახებ საუბარია ფონდის საიტზე, რომელიც თავის დროზე, რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის ინიციატივით შეიქმნა.

საიტზე ვკითხულობთ, რომ ამ ფორუმის გამართვის მთავარი იდეა რუსი და ქართველი ახლაგაზრდა ლიდერების ურთიერთობებისთვის ახალი ველის შექმნაა. იდეის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ურთიერთობის დაწყებას და მის გაუმჯობესებას.

ფონდის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკოსები, მეცნიერები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ასევე საქართველოში რუსულენოვანი დიასპორის აქტივისტები.

შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიება უკვე ჩატარდა თბილსში მიმდინარე წლის სექტემბერში, რომელიც პროტესტის ფონზე გაიმართა ლოზუნგით – “რუსეთი ოკუპანტია”.

 

იტვირთბა....