ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გივი თარგამაძე სააკაშვილს პასუხობს – “ხის ნაყოფი, რომელიც სააკაშვილს გავუნაწილეთ”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყოფნის პერიოდს იხსენებს. ის ამბობს, რომ მას და მის თანამოაზრეებს დღეს სააკაშვილთან არანაირი სართო აღარ აქვთ და “ევროპული საქართველო” სააკაშვილთან არანაირად არ ასოცირდება. თარგამაძე სააკაშვილის იმ პოსტის საპასუხოდ წერს, სადავ ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ “ევროპული საქართველო” მას აღარ წარმოადგენს.

“ჩემთვის ხეზე ასვლა მართლაც არავის უსწავლებია, ყველფერი თავად ვისწავლე. მე და სააკაშვილი ერთი ასაკისანი ვართ. მისი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის მომენტისთვის ჩემს მეგობრებთან ერთად, რომელთა უმრავლესობა დღესაც ერთად ვიბრძვით, ტურფასა საბაღნაროში უკვე ბევრ ხეზე ვიყავით ნამყოფი და იქიდან მოტანილი ნაყოფი სააკაშვილსაც გავუნაწილეთ უკვე ერთობლივ ბრძოლაში.

არ იყო მაშინ: მე, მე, მე….. იყო ჩვენ და ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. ზოგ ხეზე უფრო მარჯვედ სააკაშვილი ადიოდა, სხვაზე – სხვა. და მისთვის ცოდნა არავის დაუმალავს, მასავით აი ახლა ნიშნისმოგებით რომ ეთქვა, ეს არ მისწავლებია და იჯექი ხახამშრალიო.

შემდეგ დაიწყო მე, მე, მე და დამთავრდა ყველაფერი, რაც მანამდე კარგად მიდიოდა.

ჩვენ დავრჩით ტურფასა საბაღნაროში და განვაგრძეთ ბრძოლა, ბლის ხეზე არ ავმძვრალვართ და იქ ატმის ჭამა არ დაგვიწყია.

დღეს კი მინდა ყველას მივუთითო, რომ სააკაშვილი აბსოლუტურ სიმართლეს გაუწყებთ – დავით ბაქრაძე მას არ წარმოადგენს, “ევროპული საქართველო” მას არ წარმოადგენს, წარსულის გარდა ჩვენ საერთო აღარაფერი გვაქვს. დღეს ის რასაც ქადაგებს, იქედან უკიდურესად შორს ვდგავართ.

ხეზე ასვლაც მშვენივრად ვიცით და სხვა ყოველივეც, რითაც ხალხს დავეხმარებით, იმ შეცდომებსაც ვაღიარებთ და ავირიდებთ, რის გამოც წინა დახმარება გავაფერმკრთალეთ.

დათო ბაქრაძე დღეს რომ საუკეთეაო არჩევანია ამ ორმხრივ მემემეთაგან, ამას უმრავლესობა მიხვდება. დათო გახდება პრეზიდენტი და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ორპოლუსიანი ზეაგრესიული გარემოდან გამოსვლისკენ”. – წერს თარგამაძე.

იტვირთბა....